ავტორი:

იცი როგორ გაიგო, რომელია Samsung-ის ოფიციალური პროდუქტი საქართველოში?

იცი როგორ გაიგო, რომელია Samsung-ის ოფიციალური პროდუქტი საქართველოში?

Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში მოგიწოდებს შეიძინო სამსუნგის მხოლოდ ოფიციალური სმარტფონები. კომპანია საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით მარტივად შეგიძლია განასხვაო ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან.

ოფიციალური პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილო სამსუნგის ვებ-გვერდზე: samsung.com/ge. აქვე შეგიძლია შეამოწმო შენი არსებული სმარტფონი არის თუ არა ოფიციალური ჩვენი რეგიონისთვის. „შეამოწმე SKU“ გრაფაში შეიყვანე შენი მოდელის კოდი (რომელსაც მარტივად, სმარტფონის პარამეტრებში ნახავ) და გაიგე სტატუსი.

სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას შენ გაქვს ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება. სამსუნგის ტექნიკოსები მუდმივად გადიან სწავლებებს და მხოლოდ მათ აქვთ წვდომა სამსუნგის ორიგინალ ნაწილებზე. ავტორიზებულ სერვის ცენტრში მიმართვისას მომხმარებელი სრულად არის დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან.

სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას, მომხმარებელი გარანტირებულად ყიდულობს ახალ და ორიგინალ პროდუქტს. სამსუნგ ელექტრონიქსის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან: ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კონტაქტ ჰოუმი, კარფური და ასევე ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!

R