ავტორი:

"ბატონო ბიძინა, ჩვენ ამ ტრიუკის ჩატარებაში არ დაგეხმარებით!" - თინა ბოკუჩავა

"ბატონო ბიძინა, ჩვენ ამ ტრიუკის ჩატარებაში არ დაგეხმარებით!" - თინა ბოკუჩავა

ბატონო ბიძინა, ჩვენ ამ ტრიუკის ჩატარებაში არ დაგეხმარებით! - სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჩვენი კრიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს ბინძურ თამაშებში შევყვებით, - ეს განცხადება პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავამ მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს "ცირკი" უწოდა და როგორც აღნიშნა, მიზანი ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟი და მნიშვნელოვანი თემების გადაფარვაა.

"ადამიანებით ვაჭრობის საქმით მხოლოდ ივანიშვილია დაკავებული. მას არც ერთი ადამიანის ბედი არ აღელვებს - არც პრეზიდენტის და არც რიგითი მოქალაქის. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ივანიშვილის თამაშს მხარს არ დაუჭერს. ეს არის ივანიშვილის მცდელობა, რომ ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი საკითხები გადაფაროს და მეორეს მხრივ, ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟირება. ამ ორი ამოცანით ხელმძღვანელობს ივანიშვილი, როდესაც იწყებს ცირკს, რასაც იმპიჩმენტს ეძახის", - განაცხადა ბოკუჩავამ.

"ქართული ოცნების" უმრავლესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების პროცედურას იწყებს. უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ, რასაც მთავრობის თანხმობა არ ჰქონდა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.