ავტორი:

"პრეზიდენტის შემაშფოთებელი განცხადების შემდეგ, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება" - პრემიერი

"პრეზიდენტის შემაშფოთებელი განცხადების შემდეგ, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება" - პრემიერი

შარშან მან [პრეზიდენტმა] თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი რამ, რომ "საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს“. ამ განცხადების მოსმენის შემდეგ, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და ის მიზეზი განმარტა, რის გამოც მთავრობამ პრეზიდენტს ევროპაში ვიზიტების განხორციელების ნება არ მისცა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია.

"კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა და თუ პრეზიდენტს მიანიჭებს მთავრობა უფლებამოსილებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას ეს უფლებამოსილება შეასრულოს. მე ერთი თვის წინ გავუგზავნე ოფიციალური უარი ვიზიტებზე. თქვენ გახსოვთ კარგად, რომ რამდენიმე თვის წინ ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა საჯაროდ და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც არის დაწესებული, 12 რეკომენდაციას და ასევე, მან თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი რამ, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს შარშან. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ სხვა მეტი მტკიცებულება არ გვჭირდება, რომ სანდობაა დაიკარგოს და რა თქმა უნდა, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან ამ განცხადების მოსმენის შემდეგ მისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.