ავტორი:

შეამოწმე კონდიცირების  სისტემა "თეგეტა მოტორსის" სერვისცენტრებში

შეამოწმე კონდიცირების  სისტემა "თეგეტა მოტორსის" სერვისცენტრებში

მანქანის დიაგნოსტიკა თითოეული ავტომობილის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ზაფხულში, განსაკუთრებული ტემპერატურული ზრდის ფონზე დიდი მნიშვნელობა აქვს გამართული კონდიცირების სისტემის არსებობას. გამართული კონდიცირების სისტემა ჩვენს კომფორტულ და სასიამოვნო მგზავრობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებით მაშინ, თუ შორ მანძილზე გვიწევს გადაადგილება, პიკნიკი, მოგზაურობა ქალაქგარეთ ან სხვა აქტივობები.

ნებისმიერ ავტომობილში სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებაში კონდიცირების სისტემაა პასუხისმგებელი. სისტემის გამართულად მუშაობისთვის მნიშვნელოვანია, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ შემოწმდეს მუშაობის ხარისხი. მანქანის კონდიციონერი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში საწყის ეტაპზე წნევის ვარდნას ან ფრეონის დონის შემცირებას იწყებს. ამას გარდა, არსებობს რამდენიმე მანიშნებელი, რომლებიც პრობლემაზე მიგვითითებს. აქტიურდება კონდიციონერის კომპრესორი, აფრქვევს თბილ ჰაერს ან გამაგრილებელი საშუალების გაჟონვა იწყება. ეს და სხვა მიზეზები შემოწმება/შეკეთების აუცილებლობაზე მიგვითითებს.

მაგალითად: თუ კონდიციონერი თბილ ჰაერს აფრქვევს, ასეთ შემთხვევაში ქიმიური გამაგრილებლის, ფრეონის რაოდენობა და წნევის კორექტულობა უნდა შემოწმდეს.

ფრეონი მოქმედებს მაღალ და დაბალ წნევაზე, სანამ აღნიშნული ნივთიერება, მაღალი წნევის ნაწილში, თხევად მასად გადაიქცევა, ის სისტემის დაბალი წნევის ნაწილში გაზის მსგავსად მოქმედებს. დროთა განმავლობაში სისტემები გაჟონვას იწყებს, რასაც ფრეონის დაბალი დონე განაპირობებს. ამ დროს რეკომენდებულია ფრეონის დამატება. მანქანის ფრეონის ნაკლებობას არასასიამოვნო სუნიც მოსდევს, რასაც ძირითადად კონდიცირების სისტემაში დალექილი მტვერი და ბაქტერიებიც იწვევს. ასეთ დროს სალონის ფილტრი უნდა შეიცვალოს.

კონდიცირების სისტემის სრულყოფილ შემოწმებასა და შეკეთებას „თეგეტა მოტორსში“ შეძლებ. პროფესიონალი ტექნიკოსები საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ გაუმართავი კომპონენტის შეცვლას, ფრეონის დამატებასა და სხვა აუცილებელ სამუშაოებს. „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში კონდიცირების სისტემის დატუმბვის ღირებულება 50 ლარამდე მერყეობს, ხოლო ფრეონის საფასური 100 გრამზე, ავტომობილის ტიპიდან გამომდინარე, 12-იდან 70 ლარამდეა.

ყველა სხვა უპირატესობასთან ერთად, თეგეტა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეკეთების პროცესი კიდევ უფრო კომფორტული გახადოს. ისეთი მომსახურებები, როგორებიცაა: კონდიცირების სისტემის შემოწმება, დატუმბვა და ფრეონის დამატება, წინასწარი დაჯავშნით ხორციელდება. დაჯავშნისთვის აუცილებლად უნდა ეწვიო ბმულს https://reservation.tegetamotors.ge/home ან დაგვიკავშირდი: : 032 226 44 44

NS