ავტორი:

ფოთში, სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - არიან დაშავებულები

ფოთში,  სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში - ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა.

არსებული ინფორმაცით, დაშავებულია სასწრაფოს ექიმი, მძღოლი და პაციენტი.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.