ავტორი:

ოლაფ შოლცი თვალის სახვევით - გერმანიის კანცლერი სირბილის დროს დაეცა და თვალი დაიზიანა

ოლაფ შოლცი თვალის სახვევით - გერმანიის კანცლერი სირბილის დროს დაეცა და თვალი დაიზიანა

65 წლის ოლაფ შოლცი გასულ შაბათს სირბილის დროს დაეცა და იძულებული გახდა დაგეგმილი შეხვედრები გაეუქმებინა. როგორც ცნობილია, შოლცს თვალზე სისხლჩაქცევები აქვს.

გერმანიის კანცლერმა ინფორმაცია, ფოტოსთან ერთად, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი ამგვარი მდგომარეობა დაცემის შედეგია. როგორც ფოტოზე ჩანს, შოლცს თვალზე სახვევი აქვს.

"მოუთმენლად ველოდები მიმებს“, - წერს შოლცი "ტვიტერში“ და აღნიშნავს, რომ რეალურად, დაზიანებული თვალი უარესად გამოიყურება და ფოტოზე არ ჩანს.

კანცლერის ფოტო მალევე გახდა სახალისო მიმების შესაქმნელად შთაგონების წყარო და უმეტეს მათგანში შოლცი მეკობრის როლშია.