ავტორი:

ტრაგედია ბავშვის სქესის გაგების ცერემონიაზე - ჩამოვარდა თვითმფრინავი, რასაც პილოტი ემსხვერპლა: რა მოხდა მექსიკაში

ტრაგედია ბავშვის სქესის გაგების ცერემონიაზე - ჩამოვარდა თვითმფრინავი, რასაც პილოტი ემსხვერპლა: რა მოხდა მექსიკაში

მექსიკაში, ბავშვის სქესის გაგების ცერემონია ტრაგედიით დასრულდა. ღონისძიებაზე გამოყენებული მინი თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევა მაშინ მოხდა როცა სან-პედროში წყვილი ემზადებოდა, რომ გაეგო, რომელი სქესის იქნებოდა მათი შვილი.

თვითმფრინავმა ვარდისფერი ბოლი გაუშვა იმის გამოსავლენად, რომ წყვილს გოგონა შეეძინებოდა, მალევე კონტროლი დაკარგა და ახლომდებარე მინდორში ჩამოვარდა.

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მფრინავი, 32 წლის ლუის ანხელი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და მიღებული დაზიანებების შედეგად, ის დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო