ავტორი:

"არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს - ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია" - მამუკა მდინარაძე

"არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს - ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია" - მამუკა მდინარაძე

"მე არ მგონია, რომ ყველაფრის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, იმით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს დაუჭერენ მხარს", - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მდინარაძის თქმით, შეუძლებელია "დავიჯეროთ“, რომ სალომე ზურაბიშვილი ამაზე "წამსვლელი იყოს“ .

"ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია, რომლის მსგავსი პოლიტიკურ ისტორიას ძალიან ცოტა ახსოვს.

მოქმედი პრეზიდენტი იმიტომ იწყალებს რომელიმე დამნაშავეს, რომ მას ემუქრებიან იმპიჩმენტის საკითხზე მხარდაჭერით, ეს შეუძლებელია დავიჯეროთ და ვივარაუდოთ, რომ ამაზე წამსვლელი იყოს სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა, რაზეც უკვე წავიდა“,- აღნიშნა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ განმარტა, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა უპრეცედენტო ამბავია და მინიმუმ პრევენცია უნდა მოხდეს, რომ სხვა ადამიანებმა მომავალში არ იფიქრონ ასეთ საოცრებაზე.

" ჩვენ 100 ხმა არ გვაქვს, თუმცა, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა უპრეცედენტო ამბავია. რეაგირების გარეშე არ უნდა გაატარო, ასე გადავწყვიტეთ. წინა დღეებში ვსაუბრობდით, რომ აზრი არ აქვს, დღესაც იგივეს ვიმეორებთ. სახელი უნდა დაერქვას, მინიმუმ პრევენცია უნდა მოხდეს, რომ სხვა ადამიანებმა მომავალში არ იფიქრონ ასეთ საოცრებაზე“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ოპოზიციას მოქმედი ხელისუფლების პრორუსობის ნარატივში მიყვება.

"საკუთარი ქვეყნის მიმართ მასზე დიდი საბოტაჟი წარმოუდგენელია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას უმტკიცებს, რომ საქართველო შარშანაც არ იმსახურებდა სტატუსს, წელსაც არ ასრულებს რეკომენდაციებს, ან მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ხელისუფლება და ხალხი იმსახურებს.

გახსოვთ, პარლამენტში მოვიდა და საგარეო კურსთან დაკავშირებით საერთოდ სად ხართო. ანუ, მოქმედი ხელისუფლების პრორუსობის ნარატივში მიყვება ოპოზიციას, ომის და ღალატის პარტიას ამ ნარატივში მიყვება. შემდეგ მთავრობას ეკითხება, თუ რატომ არ აძლევენ ნებართვას პრეზიდენტს, რომელიც პიარული გარუსების ნარატივში მიჰყვება ომის პარტიის აქაურ წარმომადგენლებს“,- აღნიშნა მდინარაძემ.