ავტორი:

29 წლის ზუგდიდელმა გოგონამ ლოტოში 108 484 ლარი მოიგო

29 წლის ზუგდიდელმა გოგონამ ლოტოში 108 484 ლარი მოიგო

განსაკუთრებით ცხელი აღმოჩნდა ზაფხული არა მხოლოდ მაღალი ტემპერატურით, არამედ ლოტოში დაფიქსირებული მოგებებითაც. 22 აგვისტოს კიდევ ერთი მსხვილი თანხა გათამშდა, ზუგდიდში მცხოვრებმა 29 წლის ქეთევან ავალიანმა ლოტო ,,5/35-ოქროს ბურთში’’ ჯეკპოტი 108 484 ლარი მოიგო.

ქეთევანი პროფესიით სტომატოლოგია და დედასთან ერთად ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს, მისი ჰობი კი მიუსაფარი ცხოველების გამოკვებაა. მოგებული თანხით კრედიტის დაფარვას, ავტომობილის შეძენას და რა თქმა უნდა, ცხელი ზაფხულის მიწურულს მოგებული ჯეკპოტით, რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობასაც აპირებს.

,,სამსახურში მიმავალმა გზად ლოტოს ორი ბილეთი შევიძინე, სხვათაშორის ხშირად ვთამაშობ ხოლმე, რიცხვებიც სპონტანურად შემოვხაზე. საღამოს საიტზე შევედი გათამაშების შედეგების გადასამოწმებლად და როდესაც ვნახე, რომ ჯეკპოტი მოვიგე, რამდენიმე საათი ხელები მიკანკალებდა სიხარულისგან, ყველას ვუსურვებ ამ ემოციის განცდას’’ - გვიყვება ქეთევან ავალიანი.

ქეთევანს მოგებული თანხა უკვე გადაეცა, ,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს მას მოგებას და წარმატებას უსურვებს, თქვენ კი შეგახსენებთ, რომ იგებს ის ვინც ტამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/hcU0Gqfl9ew?si=zItlB4ZOyVv5Ia-s" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

NS