ავტორი:

ყველაზე დიდი ნალექი უდაბნოში ბოლო 30 წლის განმავლობაში - წვიმამ და ტალახმა აშშ-ში Burning Man-ის ყოველწლიური ფესტივალი ჩაშალა

ყველაზე დიდი ნალექი უდაბნოში ბოლო 30 წლის განმავლობაში - წვიმამ და ტალახმა აშშ-ში Burning Man-ის ყოველწლიური ფესტივალი ჩაშალა

აშშ-ში, ჩრდილოეთ ნევადას უდაბნოში ძლიერმა წვიმამ და ტალახმა Burning Man-ის ყოველწლიური ფესტივალი ჩაშალა. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს უდაბნოში მოსული ყველაზე უხვი ნალექია.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირები დაღუპულის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებენ.

ფესტივალის ორგანიზატორებმა ხალხს მანქანით გადაადგილება აუკრძალეს. მათი თქმით, "ტალახის გამო ზოგიერთ უბანში ნავიგაცია რთული იქნებოდა“. მოგვიანებით ეს შეზღუდვა მოიხსნა და ფესტივალის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა მიეცათ.

CNN-ის მიერ ორშაბათს დილით გადაღებულ კადრებში ნაჩვენებია ასობით დიდი მანქანა, რომლებიც რიგში დგანან და გზას გადიან.

Burning Man-ი, ხელოვნებისა და მუსიკის ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც აშშ-ის ნევადის შტატში, ბლეკ როკის უდაბნოში ზაფხულის ბოლოს იმართება და თვითგამოხატვის აქტს ზეიმობს. ფესტივალს 30-წლიანი ისტორია აქვს.