ავტორი:

თუშეთში უბედურ შემთხვევას ტურისტი ემსხვერპლა - მოტოციკლით რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

თუშეთში უბედურ შემთხვევას ტურისტი ემსხვერპლა - მოტოციკლით რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

თუშეთში უბედურ შემთხვევას ტურისტი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მოტოციკლით მთიდან ბარში მიდიოდა, რა დროსაც ის რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მათივე ცნობით, მომხდარის შესახებ 112-ს მეგობრებმა შეატყობინეს. თუმცა, სამაშველო ჯგუფებს ის გარდაცვლილი დახვდათ. გარდაცვლილი ახალგაზრდა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.