ავტორი:

"გთხოვთ, დამეხმარეთ! მე-5 დღეა არ გამოჩენილა" - თბილისში დაკარგულ თორნიკე კიკნაძეს ეძებენ

"გთხოვთ, დამეხმარეთ! მე-5 დღეა არ გამოჩენილა" - თბილისში დაკარგულ თორნიკე კიკნაძეს ეძებენ

თბილისში მე-5 დღეა დაკარგულ თორნიკე კიკნაძეს ეძებენ. ინფორმაციას დაკარგული ბიჭის ახლობლები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, ბიჭი ავჭალაში, სახლიდან შუადღის საათებში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ბოლოს დაკარგულთან კონტაქტი 1-ელ სექტემბერს ჰქონდათ. ოჯახს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე - 592 06 80 08.

"ჩემო მეგობრებო, გთხოვთ, დამეხმარეთ! მე-5 დღეა არ გამოჩენილა თორნიკე კიკნაძე. თუ ვინმემ შენიშნეთ სადმე, ნებისმიერი ინფორმაცია მომაწოდეთ... გთხოვთ, გააზიაროთ..." - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.