ავტორი:

"აეროპორტი კი, კარგია ძალიან, მაგრამ კახეთს პირველ რიგში რკინიგზა და გომბორის გვირაბი სჭირდება!" - რას წერს დავით მესხიშვილი

"აეროპორტი კი, კარგია ძალიან, მაგრამ კახეთს პირველ რიგში რკინიგზა და გომბორის გვირაბი სჭირდება!" - რას წერს დავით მესხიშვილი

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განცხადებით, თელავში აეროპორტის გახსნის იდეა კარგია, მაგრამ, მისივე თქმით, "კახეთს პირველ რიგში რკინიგზა და გომბორის გვირაბი სჭირდება!". ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

"როგორ შეიძლება ახალი აეროპორტის წინააღმდეგი იყოს ადამიანი? ყველა შემთხვევაში კარგია თელავში იქნება ეს თუ ნებისმიერ სხვა ქალაქში. კარგია ეს, მიუხედავად იმისა რომ თელავის აეროპორტი საერთაშორისო ფრენებს ვერ მიიღებს (2027 წლამდე) და არ მგონია შიდა ფრენებით ქუთაისიდან ან ბათუმიდან მიაწყდნენ ტურისტები.

თუ ვფიქრობთ კახეთის განვითარებაზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მაშინ პირველ ეტაპზე კახეთის რკინიგზის აღდგენაა მნიშვნელოვანი, როგორც ტურისტული, ასევე სავაჭრო-კომერციული თვალსაზრისით.

არ დაგვავიწყდეს გომბორის გვირაბი, (არადა არ დაადგა საშველი), რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებდა მგზავრობის ხანგრძლივობას დედაქალაქიდან და რაც მთავარია გზა გახდებოდა უსაფრთხო! დღეს გომბორის გზის არაერთი მონაკვეთი "შავი წერტილის" (სადაც ბევრი ადამიანი იღუპება) სტატუსს შეესაბამება.

აეროპორტი კი, კარგია ძალიან, მაგრამ კახეთს პირველ რიგში რკინიგზა და გომბორის გვირაბი სჭირდება! ასეთია ჩემი აზრი",- წერს დავით მესხიშვილი.

ცნობისთვის, თელავში ახალი აეროპორტის მშენებლობა წელს დაიწყება და 2024 წლის ზაფხულისთვის დასრულდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ასევე იხილეთ: