ავტორი:

"ბოდიშს ვიხდი და შარვალჩახდილი მერაბ კოსტავა არავის უნახავს... ადამიანმა ღირსება არ უნდა დაკარგო" - აკაკი ბობოხიძე

"ბოდიშს ვიხდი და შარვალჩახდილი მერაბ კოსტავა არავის უნახავს... ადამიანმა ღირსება არ უნდა დაკარგო" - აკაკი ბობოხიძე

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ "ტვ პირველის" ეთერში ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე ისაუბრა. მან პარალელი გაავლო საქართელოს ეროვნულ გმირ მერაბ კოსტავასა და სააკაშვილს შორის და ერთმანეთს შეადარა პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი და მერაბ კოსტავა, როცა ის პატიმრობაში იყო.

მისი თქმით, მერაბ კოსტავა კარცერში ყოფნისას ისევე მძიმედ იყო ფიზიკურად, როგორც სააკაშვილი, თუმცა ბობოხიძის თქმით, სააკაშვილისგან განსხვავებით მას თავი ღირსეულად ეჭირა.

"რუსეთზე 10-ჯერ და 12-ჯერ უფრო დიდ იმპერიას, საბჭოთა კავშირს ებრძოდა მერაბ კოსტავა და არ გატეხილა. ამ კაცს არასოდეს თავისი თავის შებრალება მოწინააღმდეგეებისთვის არ უცდია. მიხეილ სააკაშვილი სრულიად არასწორად, უღირსებოდ, შეებრალებინა თავისი თავი ბიძინა ივანიშვილისთვის. ბოდიშს ვიხდი და შარვალჩახდილი მერაბ კოსტავა არავის უნახავს. სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა საკმარისად აკონტროლებს თავს იმისთვის, რომ ასე არ გამოჩენილიყო მისი მტრებს წინაშე. ადამიანმა ღირსება არ უნდა დაკარგო." - განაცხადა ბობოხიძემ.