ავტორი:

უკრაინა ფრანგული კომპანია Delair-ისგან 150 დრონს მიიღებს

უკრაინა ფრანგული კომპანია Delair-ისგან 150 დრონს მიიღებს

ფრანგული კომპანია Delair-ი, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, უკრაინას 150 დრონს გადასცემს, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ სოციალურ ქსელში წერს.

"Delair-ი და მისი აღმასრულებელი დირექტორი უკრაინის მხარდაჭერის მიმართ საფრანგეთის ერთგულების კონკრეტული მაგალითია“, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

ამასთან, სებასტიან ლეკორნუს არ დაუკონკრეტებია, დრონების რომელ მოდელებს მიიღებს უკრაინა.

შეგახსენებთ, 3 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან უკრაინის თავდაცვის შემდგომი პაკეტები განიხილა.