აქცია მოასწარი: 20 ოქტომბრამდე „ორბი სითიში“ აპარტამენტების შეძენა 23 500 დოლარადაა შესაძლებელი - პირველადი შენატანი 3 500 დოლარია

აქცია მოასწარი: 20 ოქტომბრამდე „ორბი სითიში“ აპარტამენტების შეძენა 23 500 დოლარადაა შესაძლებელი - პირველადი შენატანი 3 500 დოლარია

ბათუმში, „ორბი სითის“ ყველაზე მასშტაბური, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის ინფრასტრუქტურა მშენებლობის ფინალურ ეტაპზეა. პარალელურად, გაყიდვები დაიწყო „ორბი სითის“ ბოლო სასტუმრო ბლოკში.

„ორბი“ გაყიდვების სტარტზე აცხადებს აქციას და 2023 წლის 20 ოქტომბრამდე ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, აპარტამენტები „ორბი სითიში“ 23 500 აშშ დოლარად შეიძინოს. ამავე აქციის პირობებში, რემონტის, ტექნიკისა და ავეჯის მოწყობის საფასური 1 კვ.მ-ზე სულ რაღაც 290 აშშ დოლარია.

პირველადი შენატანი მხოლოდ 3 500 აშშ დოლარს შეადგენს და მყიდველის სურვილის შესაბამისად, გადახდები შეიძლება გაუნაწილდეს 5 წლამდე ვადით.

აქციის თანახმად, 20 ოქტომბრამდე „ორბი სითიში“ 1 კვ.მ-ის ფასი პრაქტიკულად 700 დოლარით ნაკლებია.

„ორბის სითი“ - ეს არის კონცეფცია „ქალაქი ქალაქში“, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი ქალაქის ტურისტულ ცენტრში, ზღვიდან 50 მეტრში, 10 800 ნომრითა და 200 000 კვ.მ. ინფრასტრუქტურით, რომელშიც განთავსდება: სავაჭრო ცენტრი, პიაცა, ღია და დახურული ქუჩები, კაფე-ბარები, რესტორნები, სპა ზონა, ღია და დახურული აუზები, საოფისე სივრცეები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, კინო, ბავშვთა გასართობი ცენტრი, პარკინგი და ყველა ის სერვისი და ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსისთვის. კომპლექსის მართვას, რომელიც აპარტამენტების გაქირავების სერვისსაც მოიცავს, ახორციელებს მმართველი კომპანია, რომელიც აპარტამენტების მფლობელებისთვის უზრუნველყოფს ხარისხიან მომსახურებასა და სტაბილური შემოსავლის წყაროს.

„ორბი სითის“ სასტუმროსა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ფინალურ ეტაპზეა. დღეისათვის სამუშაოების 90% უკვე დასრულებულია. ექსპლუატაციაში შესულია და ფუნქციონირებს სასტუმროს 8 000 ნომერი. „ორბი სითის“ დასრულება ინფრასტრუქტურული ნაწილის ჩათვლით 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 555 31 00 00 ან ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://orbigroup.ge/

R