ავტორი:

"სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს უკრაინას გადავცემთ" - ენტონი ბლინკენი

"სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს უკრაინას გადავცემთ" - ენტონი ბლინკენი

შეერთებული შტატები, ომის დაწყების შემდეგ პირველად, რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს უკრაინას გადასცემს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"უკრაინას, პირველად გადავცემთ სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რომლებიც ახლა უკრაინელი ომის ვეტერანების მხარდაჭერას მოხმარდება“, - აღნიშნა ბლინკენმა.

საუბარია 5.4 მილიონ აშშ დოლარზე, რომლის გამოყოფა ვეტერანთა მხარდაჭერისა და რეაბილიტაციისთვის იგეგმება.

თანხა უკრაინას ბლინკენის მიერ გამოცხადებული დახმარების ფარგლებში გადაეცემა.