ავტორი:

"ბავშვები წასულან მტკვარზე. ერთს ნაპირზე ფეხი დასცურებია, მეორე მივარდნილა საშველად თუმცა..." - რა ეტაპზეა მტკვარში 13 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები

"ბავშვები წასულან მტკვარზე. ერთს ნაპირზე ფეხი დასცურებია, მეორე მივარდნილა საშველად თუმცა..." - რა ეტაპზეა მტკვარში 13 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები

მტკვარში 13 წლის მოზარდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთვნენ. არსებული ინფორმაციით, ძებნა მთელი თბილისის მასშტაბით მიმდინარეობს. უბედური შემთხვევა გუშინ, ავჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

"ბავშვები წასულან მტკვარზე. ერთს ნაპირზე ფეხი დასცურებია, მეორე მივარდნილა საშველად თუმცა, ვერ შეძლო ნაპირზე ამოყვანა. მანდ ცუდი ადგილია, ბევრი ადამიანია დამხრჩვალი", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მობილიზებულია სამაშველო სამსახური.