ავტორი:

საბერძნეთს ტყის ხანძრების შემდეგ, თავს წყალდიდობა დაატყდა - დატბორილი ათენი და სხვა რეგიონები (ფოტო, ვიდეო)

საბერძნეთს ტყის ხანძრების შემდეგ, თავს წყალდიდობა დაატყდა  - დატბორილი ათენი და სხვა რეგიონები (ფოტო, ვიდეო)

საბერძნეთში უკვე მეორე დღეა ძლიერი წვიმა და წყალდიდობაა. ქვეყნის მრავალ სოფელში ქუჩები დაიტბორა და წყლის დინებამ მანქანები წაიღო, გარდაცვლილია სამი ადამიანი. ბერძენი მაშველები, მყვინთავები და ჯარის დანაყოფები კი ერთად მონაწილეობენ სამაშველო სამუშაოებში. მაშველებმა ჯამში 800-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ძლიერი წვიმები და მსხვერპლია ასევე თურქეთსა და ბულგარეთშიც. სამივე ქვეყანაში სულ 14 გარდაცვლილია.

საბერძნეთში წყალდიდობა ძირითადად კარდიცას ცენტრალურ ქალაქებში იყო კონცენტრირებული, იტყობინება საბერძნეთის სახანძრო დეპარტამენტის სპიკერი, ვასილის ვათრაკოგიანისი.

ზოგიერთ რაიონში წყლის დონემ 2 მეტრს გადააჭარბა და შეშინებული ადამიანები თავის დასახსნელად სახლის სახურავებზე ადიოდნენ. "გახშირებული ელვის გამო მთავრობამ ვერ მოახერხა ქალაქის გარკვეულ რაიონებში მაშველების ვერტმფრენებით გაგზავნა, წყალდიდობის სიძლიერე კი ნავით გადაადგილებასაც შეუძლებელს ხდიდა", - განაცხადა ვათრაკოგიანისმა.

<iframe width="1080" height="608" src="https://www.youtube.com/embed/8L0DuWyfIKk" title="Greece hit by storms and flooding after deadly wildfires" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
  • საბერძნეთში დღის მეორე ნახევარშიც ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი.

წყალდიდობაა ქვეყნის დედაქალაქშიც, მთავრობის სპიკერის, პავლოს მარინაკისის თქმით, ბოლო 24 საათში მოსულმა წვიმამ ათენის საშუალო წლიურ ნალექს გადააჭარბა.

საბერძნეთში წყალდიდობა გამანადგურებელ ტყის ხანძრებს კვალდაკვალ მოჰყვა. ხანძრებმა ტყისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი გაანადგურა, ასევე გადაიწვა სახლები და დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი.

წყარო: apnews

მოამზადა: ანა სიბოშვილმა