ავტორი:

29 წლის ნურ ალფალა მისი და 83 წლის ალ პაჩინოს სერთო შვილზე სრულ მეურვეობას ითხოვს

29 წლის ნურ ალფალა მისი და 83 წლის ალ პაჩინოს სერთო შვილზე სრულ მეურვეობას ითხოვს

ნურ ალფალა მისი და ცნობილი მსახიობის, ალ პაჩინოს საერთო შვილზე სრულ მეურვეობას ითხოვს. 29 წლის ქალმა სასამართლოში განაცხადი უკვე შეიტანა. ამგვარ მოთხოვნას ხშირად მიმართავენ დაუქორწინებელი წყვილები, რომელთაც შვილები ჰყავთ და სურთ ბავშვების მეურვეობის, მათთან ვიზიტებისა და მატერიალური მხარდაჭერის საკითხები გადაწყვიტონ.

მიუხედავად იმისა, რომ ქალი 3 თვის ვაჟზე სრულ მეურვეობას ითხოვს, ის გულისხმიერებას იჩენს და 83 წლის ალ პაჩინოს უფლებას უტოვებს, თავისი წვლილი შეიტანოს ბავშვისთვის სასწავლებლის შერჩევაში. პაჩინოს პარტნიორი იმის საშუალებასაც უტოვებს, რომ შვილი სურვილისამებრ მოინახულოს ხოლმე და არ ზღუდავს მას ვიზიტების რაოდენობაში.

ნურმა ამავე განცხადებას დაურთო ხელმოწერილი "მშობლის ნებაყოფლობითი დეკლარაციის" ასლი, რომელიც ადასტურებს, რომ რომან ალფალა პაჩინოს ბიოლოგიური მამა სწორედ ალ პაჩინოა.

მსახიობს რიგით მეოთხე შვილი 6 ივნისს შეეძინა. მალევე გავრცელდა ხმები, რომ პაჩინომ თავის ახალგაზრდა პარტნიორს ბავშვისთვის დნმ-ს ანალიზის ჩატარება მოსთხოვა, რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ შვილი ნამდვილად მისი იყო.

წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ ალი შოკში იყო ნურის დაორსულებით, რადგან ეგონა, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების გამო, მას აღარ შეეძლო შვილის ყოლა. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ პაჩინომ ეს სიახლე ნურის მშობიარობამდე მხოლოდ ორი თვით ადრე შეიტყო.

"ეს საოცარია. ბევრი შვილი მყავს, მაგრამ ასეთ დროს რომ გაჩნდა, ეს ამ ამბავს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის",- აცხადებდა გახარებული პაჩინო მისი მეოთხე შვილის დაბადების შემდეგ.

ნური და ალი 2020 წლიდან ხვდებიან. მათთან დაახლოებული წყარო ასე ახასიათებს მათ ურთიერთობას:

"ისინი კარანტინის დროს დაახლოვდნენ და საკმაოდ კარგად ეწყობიან ერთმანეთს, იმის მიუხედავად, რომ პაჩინო ნურის მამაზე უფროსია ასაკით“.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა