ავტორი:

Starlink-ის გათიშვით ილონ მასკმა 2022 წელს ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინის თავდასხმა ჩაშალა - რას წერს CNN?

Starlink-ის გათიშვით ილონ მასკმა 2022 წელს ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინის თავდასხმა ჩაშალა - რას წერს CNN?

Starlink-ის გათიშვით ილონ მასკმა 2022 წელს ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინის თავდასხმა ჩაშალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ამერიკელი ჟურნალისტის უოლტერ აიზეკსონის მიერ დაწერილი მასკის ბიოგრაფიიდან ნაწყვეტზე დაყრდნობით წერს, რომელიც გაყიდვაში 12 სექტემბრიდან გამოვა.

ნაწყვეტის თანახმად, 2022 წელს მასკმა თავის ინჟინრებს ფარულად უბრძანა ყირიმის სანაპიროების მახლობლად Starlink სატელიტური კავშირის ქსელი გაეთიშათ, რათა ოკუპირებულ სევასტოპოლში უკრაინის მიერ რუსულ სამხედრო-საზღვაო ფლოტზე საზღვაო დრონების გამოყენებით თავდასხმა ჩაეშალა.

ჟურნალისტის თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერებების მქონე უკრაინული დრონები “რუსულ ფლოტს მიუახლოვდნენ,” მაგრამ შემდგომ “უვნებლად სანაპიროზე აღმოჩნდნენ.”

აიზეკსონის თქმით, მასკის გადაწყვეტილება რუსეთის საპასუხო ქმედებისადმი შიშით იყო გამოწვეული. მასკი თითქოსდა რუს მაღალჩინოსნებს ესაუბრა და ამ საუბრების შემდეგ დარწმუნებული იყო, რომ მსგავს ვითარებაში რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია.

“Starlink შექმნილი იყო, რათა ხალხმა Netflix-ის ყურება, განტვირთვა, სკოლაში ინტერნეტთან დაკავშირება, მშვიდობიანი საქმეების კეთება შეძლოს და არა დრონებით დარტყმები მიიტანოს”, - ნათქვამია მასკის კომენტარში.