ავტორი:

"გამარჯობა საქართველო! მოხარული ვარ ულამაზეს თბილისში ჩამოსვლით" - ჯოზეფ ბორელის ქართული მისალმება: რას წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი

"გამარჯობა საქართველო! მოხარული ვარ ულამაზეს თბილისში ჩამოსვლით" - ჯოზეფ ბორელის ქართული მისალმება: რას წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

ბორელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ.

ბორელი "ტვიტერზე" საზოგადოებას ქართულად მიესალმა და დაწერა, რომ წინ დატვირთული დღები ელის.

"გამარჯობა საქართველო! მოხარული ვარ ულამაზეს თბილისში ჩამოსვლით. წინ დატვირთული დღეებია საქართველოს ხელისუფლებასთან, საზოგადოებასთან და ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობასთან ვიზიტით", - წერს ჯოზეფ ბორელი.