ავტორი:

"12 პუნქტის შესრულება ბრიუსელში ხალხის გასაბედნიერებლად კი არა, საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად არის საჭირო" - ჯოზეფ ბორელი

"12 პუნქტის შესრულება ბრიუსელში ხალხის გასაბედნიერებლად კი არა, საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად არის საჭირო" - ჯოზეფ ბორელი

"12 პრიორიტეტის შესრულებისთვის მძიმე მუშაობა ბრიუსელში ხალხის გასაბედნიერებლად კი არა, არამედ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად არის საჭირო", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა თბილისში განაცხადა.

“საქართველოს შემთხვევაში არის ევროკომისიის მოსაზრებაში დაფიქსირებული 12 პრიორიტეტი, რომელიც უნდა შესრულდეს. ამ 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის მძიმე მუშაობა ბრიუსელის დასაკმაყოფილებლად, ბრიუსელში ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხალხის გასაბედნიერებლად არ არის საჭირო.

საბოლოო ჯამში, ეს საჭირო არის საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ევროპული მოლოდინების დასაკმაყოფილებლად. ბევრი ევროპულ დროშას ვხედავ ამ ქალაქის ქუჩებში და თქვენ იცით, რომ ქართველი ხალხის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას.

მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს. [ევროკავშირში] გაწევრიანება ეროვნული ამოცანაა, ყველა მოქმედი პირი ერთად უნდა მუშაობდეს, კონსტრუქციულად, ერთიანად. ერთიანობა ისეა მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს”, - განაცხადა ბორელმა.

  • მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება და საქართველოს ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო შესასრულებელი.

ამასთან, ბორელის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა და მხარს უჭერს ქვეყანას ევროკავშირის გზაზე.

“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის.. და ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მომენტია თქვენი მომავლისთვის, ვინაიდან, რამდენიმე კვირაში, ევროკავშირი ევროკავშირისკენ საქართველოს გზასთან დაკავშირებით შემდეგ ნაბიჯებს განიხილავს და პირველად ისტორიაში საქართველოს შესხებ, როგორც გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყანაზე, ანგარიშს წარადგენს.

და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მინდა ძალიან ნათელი ვიყო: ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი ერთგულია მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე - კარი ღიაა და გვინდა ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ...

მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, ასევე, სერიოზული ვალდებულებაა. და კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაზეც ქვეყნებს ავტომატურად შეიძლება უფლება ჰქონდეთ. მას დამსახურება სჭირდება სერიოზული რეფორმებითა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით და სიმართლე რომ გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო არის გასაკეთებელი”, - განაცხადა ბორელმა.