ავტორი:

"საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ" - სალომე ზურაბიშვილი

"საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ" - სალომე ზურაბიშვილი

მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე, რათა იქ მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის „ფეხქვეშ“ აღარასოდეს არ უნდა დადგეს და ეს მიზანი ყველას ერთად გვაქვს დასაცავი.

"ვიმედოვნებ, რომ შევძლებ, მოვახერხებ ორთვენახევარში, სამ თვეში მოვიარო მთავარი და შეიძლება ევროპის ყველა დედაქალაქი, რათა იქ მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა. ყველამ იცის, რომ საქართველოს ეს უნდა, რომ საქართველო არასდროს არ იქნება, არასდროს დაუბრუნდება, რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ჩვენ გვაქვს ერთად დასაცავი. ერთად დავიცავით, თქვენ დაიცავით და მე მხარი დაგიჭირეთ რვა მარტს. ეს იქნება ჩვენი, ერთიანი მუდმივი სვლა, ვიდრე არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი. ამაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვართ, თუ ხელისუფლება ამას გაიგებს და შეეგუება, ეს იქნება ძალიან კარგი, თუ არადა, ალბათ, მისი მომავალიც ამაზეა დამოკიდებული. მე თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ, ერთად წავალთ და გავალთ ბოლოში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.