ავტორი:

"საფლავზე ვიჯექი და ვხოხავდი, ჩემი მეუღლე მიყურებდა, გათიშული იყო... ლევანი სიზმარშიც არ მინახავს, მგონია, რომ მარტოა" - კბილაშვილის დედა ტკივილიან ერთ წელზე

"საფლავზე ვიჯექი და ვხოხავდი, ჩემი მეუღლე მიყურებდა, გათიშული იყო... ლევანი  სიზმარშიც არ მინახავს, მგონია, რომ მარტოა" - კბილაშვილის დედა ტკივილიან ერთ წელზე

2022 წლის 23 ივნისს, 31 წლის ქართველი მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა. ახალგაზრდა შემსრულებელი ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა და მუშაობდა. მეგობრებმა მას შემდეგ, რაც მათ ზარებს არ პასუხობდა, შინ მიაკითხეს და სამწუხაროდ, გარდაცვლილი ნახეს.

იმჟამად გარდაცვალების მიზეზის უამრავი ვერსია გავრცელდა, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ კოვიდის შემდეგ ძვლის დაშლა დაემართა. თუმცა ლევანს წინა დღეს კონცერტი ჰქონდა, რომელიც წარმატებით ჩაატარა...

ლევან კბილაშვილის დედა "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" 1 წლიან ტკივილიან პერიოდს იხსენებს:

"ყოველდღე საფლავზე ვარ, რა მჭირს იცით? 4 საათის შემდეგ უკვე სიგიჟეები მემართება რომ უნდა წავიდე, აუცილებლად უნდა წავიდე. იყო მომენტი რომ მიწაზე ვიჯექი და ვხოხავდი, ვღრიალებდი. ერთხელ მახსოვს, ჩემი მეუღლე იჯდა და მიყურებდა, გათიშული იყო, სანამ ვიღაცამ არ უთხრა რომ ააყენეო, ვერ მიხვდა რა ხდებოდა. ისიც მეცოდება. სულ მინდა იქ ვიჯდე. ვცდილობ ძალიან ისტერიკა არ დამემართოს და არ ვიტირო, სიზმარში არ მინახავს და იას მეუბნებიან იქნებ ნახო, ამდენი ტირილი არ შეიძლებაო. რომ ვურეკავდი ხოლმე, ლევან რას შვრები თქო, მეუბნებოდა სახლს ვალაგებო, ქოთნის ყვავილები უყვარდა, რომ ვიცი რომ სულ საქმეში იყო, მივდივარ იქ, რომ მგონია, რომ ვულაგებ. ისე როგორც თვითონ უყვარდა. რამდენ ხანს შევძლებ არ ვიცი, მაგრამ ვიდრე შევძლებ ასე იქნება. იმდენად ენატრებოდა დედა, ენატრებოდა ყველა და უყვარდა, ასე მოშორებული რომ იყო. ახლა სულ მგონია, რომ ძალიან მარტოა და როგორ შეიძლება მე არ მივიდე" - ამბობს მელიტა ფურცელაძე.

ის იმ დღესაც იხსენებს, როცა შვილის გარდაცვალება სოციალური ქსელით გაიგო:

"ღამე რომ მოდიოდა სახლში ვურეკავდი ხოლმე. იმ დღეს აღარ დავურეკე. მეორე დილას ვზივარ, ბედნიერი, და თურმე რა ხდება. ჩემმა შვილმა დამირეკა, სად ხარო, შეშფოთებული ხმით. გავგიჟდი, ვიფიქრე რა ხდება თქო. ერთი ვფიქრობდი რომ ავარიაში ხომ არ მოჰყვა თქო. უცებ ამოვარდა ლაშა გოგიაშვილის პოსტი, რომ ეს რა გვიქენი ბიჭოო, მერე უკვე მივხვდი რაც იყო" - აღნიშნა მან.