ავტორი:

ძლიერი წვიმის შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართული დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართული დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართული დაიტბორა.

ადგილობრივების ინფორმაციით, უხვმა ნალექმა სოფლებში მეწყრული პროცესები გამოიწვია. როგორც ქობულეთის მერიაში განაცხადეს, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

“ქობულეთში დილიდან აქტიურად მიმდინარეობს უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქალაქში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია. მერიის შესაბამისი სამსახურები, სხვადასხვა უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს. სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყრული პროცესები. შემთხვევის ადგილზე იმყოფება ქობულეთის მერი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მერიის და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები”, - აცხადებენ ქობულეთის მერიაში.

ამასთან, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, დამაკავშირებელ გზებზე უხვი ნალექია, გადადგილება ვერ ახერხებენ.

ძლიერი წვიმის შედეგად, ასევე, დატბორილია, სუფსა, ურეკი, ოზურგეთი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.