ავტორი:

"დაკარგულია 11 წლის ბავშვი, რომელიც მოვარდნილმა წყალმა მამას ხელიდან გამოსტაცა" - მიხეილ ებრალიძე

"დაკარგულია 11 წლის ბავშვი, რომელიც მოვარდნილმა წყალმა მამას ხელიდან გამოსტაცა" - მიხეილ ებრალიძე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში სტიქიის შედეგად გაუჩინარებულ 11 წლის მოზარდს ეძებენ. სოფელ ჯუმათში მერიის წარმომადგენლის მიხეილ ებრალიძის განცხადებით, ამ დროისათვის მეწყერსაშიშ ზონიდან ბავშვები უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავთ. მისი თქმით, სიტიქიის ზონაში ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული.

“სტიქია საკმაოდ დიდია, არის დამეწყრილი ადგილები. ჩემი ინფორმაციით, დაკარგულია 11 წლის ბავშვი, რომელიც მოვარდნილმა წყალმა მამას ხელიდან გამოსტაცა. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩართულია ყველა უწყება. ამ დროისათვის მიმდინარეობს ზარალის დათვლა, საბოლოო ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს” - განუცხადა მიხეილ ებრალიძემ AMBEBi.GE-ს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიის და აჭარის რეგიონებიდან.

"ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს. ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება. სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება" - ნათქვამია ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ასევე: