ავტორი:

"საქართველო ისევ შეძრა სტიქიურმა უბედურებამ... მთელი გულით ვიზიარებ მთელი საქართველოს გულისტკივილს" - კახა კალაძე

"საქართველო ისევ შეძრა სტიქიურმა უბედურებამ... მთელი გულით ვიზიარებ მთელი საქართველოს გულისტკივილს" - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გურიაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო მწუხარებას გამოთქამს და დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს.

"საქართველო ისევ შეძრა სტიქიურმა უბედურებამ - გურიის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილ მეწყერს ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. მთელი გულით ვიზიარებ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, ახლობლების, მთელი საქართველოს გულისტკივილს. სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები." - წერს კალაძე.

ცნობისთვის, წუხელ ძლიერი წვიმის შედეგად გურიაში პრობლემები შეიქმნა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. გაუჩინარებულ ერთ მოზარდს ამ დრომდე ეძებენ.

ასევე იხილეთ: