ავტორი:

საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილში კვლავ ძლიერი ნალექი, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილში კვლავ ძლიერი ნალექი, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ ძლიერი ნალექი, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლოა წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

"8 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ ძლიერი ნალექი, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.