ავტორი:

ჯოზეფ ბორელი, ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

ჯოზეფ ბორელი, ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი, ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.

ის ადგილზე არსებული ვითარებას გაცნობის შემდეგ, მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7 სექტემბერს ეწვია. მან პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან გამართა.

საგარეო უწყებიდან ჯოზებ ბორელმა საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შეხვდა. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა შეხვედრა. ხოლო პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს, ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს შეხვდა.

მისი ვიზიტი დღეს დასრულდება.