ავტორი:

სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები საქართველოშიც იწარმოება, მაგრამ როგორც ამბობენ, მისი დამონტაჟება "საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა“

სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები საქართველოშიც იწარმოება, მაგრამ როგორც ამბობენ, მისი დამონტაჟება "საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა“

განადგურებული ვენახები, ბაღები, ბოსტნები, მოსავლის გარეშე დარჩენილი ფერმერები - ეს ბოლო დღეებში კახეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგებია.

ცნობილია, რომ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება საქართველოშიც ფუნქციონირებს. ქართული კომპანია Agrobade შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის რაიონის სოფელ რუისში მდებარეობს. საწარმო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით აშენდა და აღიჭურვა.

"ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენ ფერმერს აქვს სტიქიური მოვლენების დროს სეტყვისგან დამცავი ბადეები. სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლიდან 2023 წლის 31 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო პროგრამის "დანერგე მომავლის“, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, მხოლოდ 19 ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მევენახემ ლაშა ხიზანიშვილმა რადიო "პალიტრასა“ და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "საქმე“ განაცხადა, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მომხმარებლები ცოტაა, რადგან სოფელში მცხოვრებ გლეხს არ აქვს მათი შეძენის შესაძლებლობა.

"სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები, რა თქმა უნდა, კარგი შესაძლებლობაა, რომ ფერმერებმა დაიცვან მოსავალი, მაგრამ ისეთი სიძლიერის სეტყვა წარმოუდგენელი იყო... გააგრძელეთ კითხვა