ავტორი:

რუსეთში სომხეთის ელჩი ლავროვის უწყებაში დაიბარეს - ოკუპანტი ფაშინიანის მეუღლის უკრაინაში ვიზიტსა და კიევში ჰუმანიტარული დახმარებას ჩატანას აპროტესტებს

რუსეთში სომხეთის ელჩი ლავროვის უწყებაში დაიბარეს - ოკუპანტი ფაშინიანის მეუღლის უკრაინაში ვიზიტსა და კიევში ჰუმანიტარული დახმარებას ჩატანას აპროტესტებს

ომხეთის ელჩი ვაღარშაკ ჰარუთუნიანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს, რაც ერევნის მხრიდან არამეგობრულ ნაბიჯებს უკავშირდება. ამის შესახებ "რია ნოვოსტი“ წერს.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ საუბარია რესპუბლიკაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესის დაწყებაზე, პრემიერ - მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლის უკრაინაში ვიზიტზე და კიევში ჰუმანიტარული დახმარების გადაცემაზე, ასევე, ქვეყანაში სამხედრო წვრთნებზე შეერთებული შტატების მონაწილეობით.

გარდა ამისა, ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას და მთლიანად, სამინისტროს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო. ასევე, სამინისტროში შეშფოთება გამოთქვეს ბლოგერის, მიქაელ ბადალიანის და "Sputnik სომხეთის“ მიმომხილველის აშოტ გევორკიანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკავების გამო.