ავტორი:

"არქივის ეზოში მდებარე ცალკე შენობაში, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, ძველი კინოფირები ინახება, ეს მასალა გაციფრულებულია" - რას აცხადებენ ეროვნული არქივში?

"არქივის ეზოში მდებარე ცალკე შენობაში, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, ძველი კინოფირები ინახება, ეს მასალა გაციფრულებულია" - რას აცხადებენ ეროვნული არქივში?

საქართველოს ეროვნული არქივის განცხადებით, შენობა, რომელსაც ცეცხლი, გაუჩნდა ეროვნული არქივის საკუთრებაში იყო. როგორც "ინტერპრესნიუს“ ეროვნულ არქივში განუცხადეს, აღნიშნული შენობა ეროვნული არქივის ეზოში მდებარე ცალკე ნაგებობა იყო.

"შენობა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა საქართველოს ეროვნულ არქივს ეკუთვნოდა. აღნიშნული შენობა ეროვნული არქივის ეზოში მდებარე ცალკე შენობა იყო, სადაც ინახებოდა ნიტროფუძიანი ძველი კინოფირები. სხვა შენობას და საცავზე ცეცხლი არ გადასულა, არავინ დაზარალებულა. ის მასალა, რაც კინოფირებში იყო, ყველაფერი გაციფრულებულია დიდი ხნის წინ და არქივში ინახება“,- აცხადებენ საქართველოს ეროვნულ არქივში.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.