ავტორი:

ბრიტანული თვითმფრინავები უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს რუსეთის თავდასხმისგან იცავენ - The Telegraph

ბრიტანული თვითმფრინავები უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს რუსეთის თავდასხმისგან იცავენ - The Telegraph

ბრიტანული თვითმფრინავები უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს რუსეთის მხრიდან თავდასხმისგან იცავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარი საქმიანობა მას შემდეგ გაააქტიურა, რაც რუსეთის ფედერაციამ ივლისში “მარცვლეულის შეთანხმებიდან” გასვლის შემდეგ მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები დაიწყო.

„ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს დაზვერვასა და დაკვირვებას შავ ზღვაში რუსეთის საქმიანობაზე დაკვირვებისთვის. ამ სადამკვირვებლო ოპერაციის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ამ რეგიონში ფრენებს ახდენენ, რათა რუსეთი სამოქალაქო გემებზე უკანონო დარტყმებისგან შეაკავოს”, - ციტირებს გამოცემა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს.