ავტორი:

"ერდოღანი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შერბილებას ცდილობს" - რას წერს მედია?

"ერდოღანი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შერბილებას ცდილობს" - რას წერს მედია?

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შერბილებას ცდილობს. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც ნიუ-დელიში მიმდინარე G-20-ის სამიტის მუშაობაში მონაწილეობს, ჯგუფის ლიდერებს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივისკენ მოუწოდებს.

ინფორმაციას სამიტის მონაწილე თურქეთის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ერდოღანი მსოფლიო ლიდერებს სურსათისა და სასუქის რუსული ექსპორტის დაზღვევის შემსუბუქებასა და საერთაშორისო გადახდების განსახორციელებლად SWIFT-ის სისტემაში მოსკოვის ხელახალი ჩართვისკენ მოუწოდებს. მოსალოდნელია, რომ თურქეთის პრეზიდენტთან დიალოგის შემდეგ, „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნები რუსეთის ფედერაციიდან და უკრაინიდან სურსათის დაუყოვნებლივ და შეუფერხებელ მიწოდებას დათანხმდებიან და განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით აფრიკაში, არსებული საჭიროებებისთვის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მნიშვნელობას ხაზს გაუსვამენ. შეგახსენებთ, რომ აშშ და მისი მოკავშირეები სანქციების შერბილების შესახებ რუსეთის ფედერაციის მოთხოვნას არ განიხილავენ.