ავტორი:

"რუსი სამხედროები პანიკამ მოიცვა... უკრაინული მიწა მათ ფეხქვეშ დაიწვება" - უკრაინამ ზაპოროჟიეში მდებარე რუსეთის საარჩევნო შტაბს დაარტყა

"რუსი სამხედროები პანიკამ მოიცვა...  უკრაინული მიწა მათ ფეხქვეშ დაიწვება" - უკრაინამ ზაპოროჟიეში მდებარე რუსეთის საარჩევნო შტაბს დაარტყა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ზაპოროჟიეში მდებარე რუსეთის საარჩევნო შტაბს დაარტყა.

ინფორმაციას სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით, უკრაინული გამოცემა Unian-ი ავრცელებს და დამადასტურებელ ვიდეოს აქვეყნებს.

"ორმა "კამიკაძე-უპილოტო აპარატმა“ ვასილიევსკის რაიონში მდებარე საარჩევნო შტაბს დაარტყა, სადაც საარჩევნო ბიულეტენები და დოკუმენტები ინახებოდა. დარტყმის შედეგად, შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. რუსი სამხედროები პანიკამ მოიცვა, მათ ახლომდებარე ქუჩები ალყაში მოაქციეს და ადგილობრივი მოსახლეობის შემოწმება დაიწყეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, "არჩევნები“ აღნიშნულ საარჩევნო შტაბში ვადამდე ადრე დასრულდა.

"ეს ოკუპანტებისა და კოლაბორანტებისთვის მორიგი გაფრთხილებაა, უკრაინული მიწა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მათ ფეხქვეშ დაიწვება“, - განაცხადეს სამსახურში.