პოლიტოლოგი გია ხუხავილი "ტვ პირველის" ეთერი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება და წერს:
"საზოგადოებასთან, რომელიც დაუშვებს ხელისუფლის მხრიდან, მის მიერ გადახდილი გადასახადების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას, ჩნდება სერიოზული კითხვები.ასე რომ, რეალურად ტესტს სიმწიფეზე დღეს ჩვენ ვაბარებთ და არა ხელისუფლება, რომელთანაც ყველაფერი უკვე გარკვეულია.თუ ევროპაში დღეს კიდევ ფიქრობენ, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებით ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ხვალ ამასაც აღარ იტყვიან… " - წერს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის სტრატკომმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა.
სტრატკომი საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით.
"კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა",- აღნიშნავს მთავრობის სტრატკომი.