ავტორი:

უკრაინელები ზაპოროჟიეს ოლქში შეტევას აგრძელებენ და რობოტინოსთან კიდევ 1.5 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს - უკრაინის თავდცვის ძალები

უკრაინელები ზაპოროჟიეს ოლქში შეტევას აგრძელებენ  და რობოტინოსთან კიდევ 1.5 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს - უკრაინის თავდცვის ძალები

უკრაინის თავდაცვის ძალები ზაპოროჟიეს ოლქში შეტევას აგრძელებენ, ბოლო დღეებში მათ, სოფელ რობოტინოსთან, კიდევ 1.5 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის დეოკუპაცია შეძლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების ტავრის მიმართულების პრესცენტრის წარმომადგენელმა, ალექსანდრე შტუპუნმა განაცხადა.

"ვაგრძელებთ მცირე წინსვლას რობოტინოს რაიონში. ჩვენი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 1.5 კვადრატული კილომეტრი გათავისუფლდა", - აღნიშნა ალექსანდრე შტუპუნმა.

მისი თქმით, ზაპოროჟიეს მიმართულებით მძიმე ბრძოლები გრძელდება.

"ვერ ვიტყვით, რომ მტერი გარბის, ყველაფერი მძიმე ბრძოლებით მიმდინარეობს. ვცდილობთ, მაქსიმალურად გავართულოთ მათი მომარაგება და ეს გარკვეულ ტერიტორიაზე ნაყოფს იძლევა“, - განაცხადა შტუპუნმა.