ავტორი:

"კობახიძეს ამ ბრალდების დამტკიცება მოუწევს სასამართლოში... ქართულ პოლიტიკაში ცილისწამება და ტალახის სროლა უნდა დამთავრდეს!" - მამუკა ხაზარაძე კობახიძეს პასუხობს

"კობახიძეს ამ ბრალდების დამტკიცება მოუწევს სასამართლოში... ქართულ პოლიტიკაში ცილისწამება და ტალახის სროლა უნდა დამთავრდეს!" - მამუკა ხაზარაძე კობახიძეს პასუხობს

პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ირაკლი კოახიძის განცხადებას პასუხობს.

"დღეს ბიძინამ კობახიძის პირით ახალი ბინძური პროპაგანდა წამოიწყო. თურმე მე ვიყავი წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის რეკეტში ჩართული. ყველაფერს აქვს საზღვარი, ეს ბინძური პროპაგანდა და ცილისწამება უნდა დამთავრდეს! კობახიძეს ამ ბრალდების დამტკიცება მოუწევს სასამართლოში, სადაც გარანტირებულად წააგებს და პასუხს აგებს, მურუსიძეც ვერ უშველის ტრადიციულ გაყალბებაში. ასევე, თქვენი პარტიის ბოტებს და ტროლებს ჩემს მიერ გამოსახლებული ხალხის სიაც წამოაღებინეთ, საბუთებით, ფაქტებით...გელოდებით! ქართულ პოლიტიკაში ცილისწამება და ტალახის სროლა უნდა დამთავრდეს! გელოდებით სასამართლოში საბუთებით! " - წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ "მამუკა ხაზარაძეც ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში"

იხილეთ განცხადება: