ავტორი:

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა, მაშველები შიშველი ხელებით ცდილობენ გადარჩენილების ნანგრევებიდან ამოყვანას

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა, მაშველები შიშველი ხელებით ცდილობენ გადარჩენილების ნანგრევებიდან ამოყვანას

მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა, სამაშველო სამუშაოები გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით, მარაკეშის სამხრეთით მდებარე მთიან სოფლებში მაშველებს გადარჩენილების ძებნა შიშველი ხელებით უწევთ, რადგან ხელისუფლებამ აღჭურვილობა ნანგრევებით დაფარული გზების გასაწმენდად გაგზავნა.

მაროკოელი მაშველების დასახმარებლად ქვეყანაში ჩავიდნენ საგანგებო სიტუციების სამსახურების ჯგუფები ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა, აშშ-მა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. BBC წერს, რომ მაროკოსთვის ამ დახმარებას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ყოველი გასული საათი ცოცხალი ადამიანების პოვნის შანსებს ამცირებს.

შეგახსენებთ, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.