ავტორი:

"აღფრთოვანებული ვართ პროგრესით, რომელსაც უკრაინამ კონტრშეტევის დროს მიაღწია" - ვიქტორია ნულანდი

"აღფრთოვანებული ვართ პროგრესით, რომელსაც უკრაინამ კონტრშეტევის დროს მიაღწია" - ვიქტორია ნულანდი

უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება და შეერთებული შტატები აღფრთოვანებულია იმ პროგრესით, რომელსაც უკრაინის დამცველებმა მიაღწიეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

”ეს კონტრშეტევა მიმდინარეობს კილომეტრ-კილომეტრობით, მაგრამ ჩვენ აღფრთოვანებული ვართ პროგრესით, რომელიც მიღწეულია, განსაკუთრებით სამხრეთში”, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის სამხრეთში თვეების განმავლობაში ძლიერი თავდაცვა შექმნა, რომლის დაძლევაც შესაძლებელია შეერთებული შტატებისა და უკრაინის მთავრობებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით.

"სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ უკრაინის მთავრობასთან, მივაწოდოთ აღჭურვილობა მექანიზებული განაღმვისთვის, შორ მანძილზე მოქმედი არტილერია და სხვა იარაღები“, - აღნიშნა ნულანდმა.

მისი თქმით, ამერიკულმა მხარემ ევროპელ, აზიელ და აფრიკელ პარტნიორებს ყველაფერი აუხსნა იმ უარყოფითი შედეგების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, თუ უკრაინა ომში არ გაიმარჯვებს.

„თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს, თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, ამ ტიპის ბოროტება მთელ მსოფლიოში ნორმა გახდება. უკრაინა დგას დემოკრატიის სწორ მხარეს და ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება“, - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.