ავტორი:

"დღეს ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება - სალომე ზურაბიშვილმა "ნაცმოძრაობის“ იმედად დაარღვია კონსტიტუცია" - კობახიძე

"დღეს ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება - სალომე ზურაბიშვილმა "ნაცმოძრაობის“ იმედად დაარღვია კონსტიტუცია" - კობახიძე

იმდენად უხეშია და თვალნათელი კონსტიტუციის დარღვევა, რომ მარტივად სჭირდება ამას დადასტურება და მეტი არაფერი. ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მმართველი გუნდის წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ოფიციალურად შევა.

"საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის ძალიან მძიმე ფაქტი და ამის რეაგირების გარეშე დატოვება უბრალოდ არ შეიძლებოდა მმართველი გუნდის მხრიდან. ეს იქნებოდა ჩვენი მხრიდანაც უპატივცემულობა ქვეყნის ძირითადი კანონის მიმართ.

დღეს უკვე ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება და საკონსტიტუციო სასამართლო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებს ამ თემასთან დაკავშირებით. პრინციპში სამსჯელო არც არაფერია. იმდენად უხეშია და თვალნათელი კონსტიტუციის დარღვევა, რომ მარტივად სჭირდება ამას დადასტურება და მეტი არაფერი. ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი.

პრეზიდენტმა მალევე მიიღო უარი შეთავაზებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი სრულიად ღიად აწარმოებს კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიას, ის ღიად ლობირებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, გაიცა შესაბამისი პასუხი.

პრეზიდენტს აქვს "ნაცმოძრაობის“ იმედი და მათი იმედით არღვევდა კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, ჩვენი გათვლა ეს არ არის, ჩვენ რა თქმა უნდა, 100 ხმაზე არავითარი ილუზია არ გვაქვს, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა“ მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მიუხედავად იმისა, რომ მოღალატედ აცხადებდნენ სალომე ზურაბიშვილს. ანუ 3 მილიონ ამომრჩეველს ატყუებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო მოღალატე და ხომ არ ატყუებენ შემთხვევით ამომრჩევლებს იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნება“ არის რუსული პარტია და ა.შ. "ნაცმოძრაობა“ როცა არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს ამით აღიარებს, რომ თავის დროზე 3 მილიონ ამომრჩეველს ატყუებდნენ. ეს იქნება მათი აღიარება, ესეც ერთ-ერთი შედეგი, ანუ ლუსტრაცია, სალომე ზურაბიშვილის და რადიკალური ოპოზიციის ერთიანობის გაშიშვლება, მათი საერთო პატრონის გაშიშვლება და ა.შ. ეს არის ძალიან ბევრი პლუსი, რომელიც ახლავს იმპიჩმენტის პროცედურას. 100 ხმაზე ჩვენ არ გვაქვს გათვლა პირიქით, სალომე ზურაბიშვილს აქვს გათვლა იქიდან გამომდინარე, რომ მან სწორედ "ნაცმოძრაობის“ იმედად დაარღვია კონსტიტუცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საერთოდ არ გარისკავდა“, - განაცხადა კობახიძემ.