ავტორი:

მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში მატარებლით გაემგზავრა

მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში მატარებლით გაემგზავრა

მატარებელი, რომელშიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი იმყოფება, რუსეთისკენ გაემგზავრა, - ინფორმაციას დასავლური მედია საშუალებები სამხრეთ კორეულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, მატარებელი დედაქალაქ ფხენიანიდან კვირას საღამოს გავიდა და კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, შესაძლოა, ხვალ გაიმართოს.

ამასთან, რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი" რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიმ ჩენ ინს უახლოეს დღეებში რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ელოდებიან.