ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს "უახლოეს დღეებში" შეხვდება - ამის შესახებ ინფორმაცია კრემლმა დაადასტურა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი კიმ ჩენ ინს პირისპირ შეხვდება. მისივე თქმით, ორი ქვეყნის დელეგაციები მოლაპარაკებებს გამართავენ.
მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ც ადასტურებს.
შეხვედრა 12 ან 13 სექტემბერს, ვლადივოსტოკში გაიმართება. შეერთებული შტატების განცხადებით, მოლაპარაკებები რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას დაეთმობა. გავრცელებული ცნობით, ჩრდილოკორეელი დიქტატორი რუს დიქტატორთან შესახვედრად მატარებლით ჩავა.