ავტორი:

რუსკა ქარქაშაძე შვილს ელოდება - რა კადრებს გვიზიარებს მსახიობი პარიზიდან?

რუსკა ქარქაშაძე შვილს ელოდება - რა კადრებს გვიზიარებს მსახიობი პარიზიდან?

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე მაისში დაქორწინდა. რუსკას რჩეული ლაშა მოწონელიძეა, რომელიც ბიზნესის სფეროში საქმიანობს. წყვილი თითქმის ორი წელია, რაც საზოგადოებაში ერთად ჩნდება. ლაშამ საყვარელ ქალს ხელი იტალიაში სთხოვა, სადაც რუსკას დაბადების დღის აღსანიშნავად, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ.

"ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, მაგრამ მანამდე არ შევხვედრილვართ. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. სულ ვამბობ, რომ როდესაც დავინახე თვალი გავაყოლე, ეგრევე ვიგრძენი რაღაც. იმ დღის მერე სულ ერთად ვართ, პაუზა არ გვქონია. ჩემზე უფროსია, 32 წლისაა, ძალიან მაბალანსებს, საერთოდ არ არის ეჭვიანი. თავად არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მნიშვნელოვანია, პირადი სივრცე ჰქონდეს" - ამბობდა რუსკა რამდენიმე თვის წინ ინტერვიუში. (წაიკითხეთ: "ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით. როდესაც დავინახე, თვალი გავაყოლე და..." - რას ჰყვება რუსკა ქარქაშაძე 12 წლით უფროს საქმროზე, პანიკურ შეტევებსა და შფოთვაზე)

წყვილი ამჯერად საფრანგეთიდან ახალ ამბავს გვიზიარებს. როგორც ირკვევა ლაშა და რუსკა შვილს ელოდებიან. სასიხარულო ამბის გულშემატკივრებისთვის გაზიარება მათ პარიზიდან გადაწყვიტეს. ვიდეოს რუსკა სოციალურ ქსელში ავრცელებს, სადაც მას მუცელი უკვე საკმაოდ ეტყობა: