ავტორი:

2000-მდე დაღუპული და ათასობით დაკარგული - ლიბიაში, ქარიშხალმა "დანიელმა" დამანგრეველი წყალდიდობა გამოიწვია (ფოტოები)

2000-მდე დაღუპული და ათასობით დაკარგული - ლიბიაში,  ქარიშხალმა "დანიელმა" დამანგრეველი წყალდიდობა გამოიწვია (ფოტოები)

აღმოსავლეთ ლიბიაში ქარიშხალმა "დანიელმა" ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია.

ქვეყნის შეიარაღებული ძალების სპიკერის, აჰმედ ალ-მოსმარის განცხადებით, დერნაში დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა, დაკარგულად ითვლება 5000-დან 6000-მდე ადამიანი. მისივე თქმით, ქარიშხალმა ორი ახლომდებარე კაშხლის ჩამონგრევა გამოიწვია, რასაც წყალდიდობა მოჰყვა.