ფაქტები თამარ მეფეზე, რომლებიც შესაძლოა აღარ გახსოვდეთ

ფაქტები თამარ მეფეზე, რომლებიც შესაძლოა აღარ გახსოვდეთ

ალბათ, არ არსებობს ქართველი, რომელსაც თამარ მეფის შესახებ არ სმენია. მის დროს საქართველო ერთ-ერთი უძლიერესი და უმდიდრესი იყო მთელ მსოფლიოში, რაც მისი უდიდესი დამსახურებაა.

საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა სხვა მოღვაწე, რომელიც ხალხს თამარივით ჰყვარებოდა. ამას მოწმობს ის უამრავი ლეგენდა, ლექსი თუ სიმღერა, რომელიც დღემდე შემონახულია. უამრავ სოფელს, ციხესა თუ ხიდს დღემდე თამარის სახელი ჰქვია. ქართულმა ეკლესიამაც წმინდანად შერაცხა მეფე თამარი სათნოებისა და სარწმუნოებრივი ღვაწლისათვის.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს თამარის შესახებ:

ფაქტი #1

მეფე გიორგი III, თამარის მამა, ამ ვარძიის მიმდებარეს სანადიროდ მისულა თავის ამალასთან ერთად. პატარა თამარიც თან ხლებია. მაშინ იქ მხოლოდ ერთმანეთში გამავალი რამდენიმე ბუნებრივი გამოქვაბული ყოფილა. მეფე და მისი ამალა ნადირობით გაერთნენ და ბავშვი სულ გადაავიწყდათ. პატარა თამარი ერთ-ერთ გამოქვაბულში შევიდა, იქიდან მეორეში, მერე უფრო შორს და დაიკარგა. ამასობაში უფროსებსაც გაახსენდათ და შეშინებულებმა დაუწყეს ძებნა ტყეშიც და გამოქვაბულებშიც. როდესაც ახლოდან შემოესმა ერთ-ერთი კარისკაცის ხმა, რომელიც ყვიროდა: „სად ხარ, თამარ?“ გახარებულმა ბავშვმა შესძახა: „აქ ვარ, ძია!“ სწორედ ამის შემდეგ დაერქვა იქაურობას „ვარძია“ და გიორგი III-ის ბრძანებით დაწყებული მშენებლობა შემდგომში თამარმა დაასრულა.

ფაქტი #2

თამარი მხოლოდ თორმეტი წლისა იყო, როდესაც მამამ მეფედ გამოაცხადა. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა - გიორგი III-ს ვაჟი არ ჰყავდა და ეშინოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მოშურნეები და მეფობის მაძიებელნი თამარს სამეფო ტახტს წაართმევდნენ. როდესაც თამარი 18 წლისა შესრულდა, გიორგი III გარდაიცვალა და თამარი უკვე სრულუფლებიანი მეფე გახდა.

ფაქტი #3

თამარი არა მხოლოდ მეფედ, არამედ მთავარსარდლადაც აღიარეს დიდებულებმა და ამის ნიშნად წელზე ძვირფასად მოჭედილი ხმალი შემოარტყეს.

ფაქტი #4

თამარი ხშირად თვითონ დადიოდა ხალხში, კითხულობდა მათ ამბავს და საკუთარ ნახელავს ჩუქნიდა შედარებით ხელმოკლე ქვეშევრდომებს. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მაშინ აღარავინ შიმშილობდა, საყვარელი მეფის ნაჩუქარს მაინც სხვა ფასი ჰქონდა.

ფაქტი #5

თამარი 1210 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. მაშინ მხოლოდ 43 წლისა იყო. ნაჭარმაგევის სასახლეში, რომელიც დღევანდელი გორის რაიონის სოფელ კარალეთის ადგილზე იყო, ცუდად იგრძნო თავი ხელმწიფემ სასწრაფოდ გადაიყვანეს თბილისში და საუკეთესო ექიმები დაახვიეს თავს, უცხოეთიდანაც მოიწვიეს მკურნალები, მაგრამ ამაოდ _ ორი თვის შემდეგ თამარი გარდაიცვალა.

ფაქტი #6

გლოვამ მოიცვა არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი კავკასიაც. იმდენი ხალხი მოდიოდა მასთან გამოსამშვიდობებლად, რომ სამეფო ოჯახი იძულებული იყო, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში ერთ თვეზე მეტხანს დაეტოვებინათ თამარის ცხედარი. შემდეგ კი ქუთაისში, გელათის ტაძარში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს, სადაც სხვა დიდი ქართველი მეფეები განისვენებენ.

ფაქტი #7

თამარმა მაინც გააუქმა სიკვდილით დასჯა, მაგრამ ავაზაკობამ კი არ იმატა, თითქმის მოისპო. როგორც ძველი ისტორიკოსი წერს, საერთოდ აღარ ხდებოდა მკვლელობა, სავაჭრო ქარავნების ძარცვა და სხვა მძიმე დანაშაულებანი.

თამარ მეფე თანაბრად საინტერესო ფიგურაა როგორც პატარებისთვის, ისე დიდებისთვის. მის შესახებ მოკლედ და ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე მოთხრობილ ამბებს „პალიტრა L-ის“ სერიის „გაიცანი დიდი ადამიანები“ მე-3 ტომში გაეცნობით.

ხუთტომეული ყველა დროის ყველაზე გამოჩენილი მოღვაწეების ცხოვრებისა და მემკვიდრეობის შესახებაა. ამ წიგნის ფურცლებზე შეხვდებით და კარგად გაიცნობთ საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან, ღვაწლით გამორჩეულ ადამიანებს, წაიკითხავთ მათი ცხოვრების გზის შესახებ და გაიგებთ, როგორ იბრძოდნენ და იცავდნენ სამშობლოს, აღადგენდნენ დანგრეულს და აშენებდნენ ახალ ქვეყანას, ავრცელებდნენ განათლებას და კულტურას. თითოეულ ტომში ხუთი განსაკუთრებული ამბავია ხუთი დიდი მოღვაწის შესახებ - გზა ბავშვობიდან ისტორიაში დამკვიდრებამდე. ტომეული რეკომენდებულია 8+ ასაკის ბავშვებისთვის.

მე-3 ტომში თამარ მეფის გარდა წაიკითხავთ ნიკოლოზ ბარათაშვილის, ამბროსი ხელაიას, დავით სარაჯიშვილისა და დავით გურამიშვილის შესახებ.

წიგნი უკვე გაყიდვაშია და მისი ღირებულება 15 ლარია.

R