ავტორი:

"პრეზიდენტი და რადიკალური ოპოზიცია ერთ ნავში სხედან და ერთი მიმართულებით ცურავენ" - დავით მათიკაშვილი

"პრეზიდენტი და რადიკალური ოპოზიცია ერთ ნავში სხედან და ერთი მიმართულებით ცურავენ" - დავით მათიკაშვილი

პრეზიდენტი და რადიკალური ოპოზიცია ერთ ნავში სხედან და ერთი მიმართულებით ცურავენ, რომელსაც საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის არმინიჭება ჰქვია , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ალიანსი იქმნება ოპოზიციის წიაღში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მოიაზრება.

"სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი მხარდამჭერებს და მომხრეებს ეძებს არა საკუთარ ამომრჩეველში. პირიქით, მოკავშირეების და მხარდამჭერთა ალიანსი იქმნება რადიკალური ოპოზიციის წიაღში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მოიაზრება, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი.

პრეზიდენტის ქმედება და ნაბიჯები რადიკალურ ოპოზიციასთან მიმართებით საზოგადოებას აძლევს სურათს, რომ რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური "ნაცმოძრაობა", ასევე, პრეზიდენტი ერთ ნავში სხედან და ერთი მიმართულებით ცურავენ, რომელსაც ჰქვია საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის არმინიჭება და ჩვენი ქვეყნისთვის ამ კუთხით ევროპულ გზაზე დაბრკოლებების შექმნა", - განაცხადა მათიკაშვილმა.