ავტორი:

რომელი ასაკია ბავშვის ბაღში შესაყვანად საუკეთესო და რამდენად აუცილებელია ბაღი?

რომელი ასაკია ბავშვის ბაღში შესაყვანად საუკეთესო და რამდენად აუცილებელია ბაღი?

მართლაც რთული გადასაწყვეტია, როდის არის საბავშვო ბაღში წასვლის დრო. ის ჯერ საკმაოდ პაწაწინაა, ამ დროს კი თანატოლებთან ურთიერთობა სჭირდება, მშობლებიც სამსახურში უნდა გავიდნენ. საერთოდ, აუცილებელია კი საბავშვო ბაღი?

ინდივიდუალური ფაქტორები არასდროს გამოირიცხება, მაგრამ, ძირითად შემთხვევებში, ბავშვს სამი წლის ასაკიდან თანატოლებთან ურთიერთობა აუცილებლად სჭირდება. ეს საჭიროება და-ძმამ ან ეზოში მყოფმა მეგობრებმა შეუვსონ, თუ მათთან ხანგრძლივად თამაშის საშუალება აქვს.

როლური თამაშები თანატოლებთან აუცილებელია. ამ აქტივობების დროს ბავშვები თავისუფლად არიან და თამაშობენ საკუთარ თავს, იგონებენ სიტუაციას და ავითარებენ მას. ზრდასრულსაც შეუძლია რაღაც შესთავაზოს, უხელმძღვანელოს, ჩაერიოს კონფლიქტების დროს, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებთან. თუმცა რაც უფრო იზრდებიან პატარები, მით უფრო იშვიათად დასჭირდებათ ზრდასრულის ჩარევა.

3-4 წლისთვის სათამაშოდ 2-3-ბავშვიანი კამპანიაც საკმარისია. 5-6 წლის ასაკში კარგია, როცა 4-6 ბავშვი ერთად თამაშობს. ამ ასაკისთვის სოციალური წრე შეიძლება კიდევ უფრო დიდი იყოს.

პირველი სამი წლის განმავლობაში ბავშვს დედა უფრო სჭირდება, ვიდრე გუნდი. ამიტომ, ბაგა-ბაღი, სადაც ბავშვები 1,5-2 წლის ასაკში შეჰყავთ, უფრო გამოუვალი მდგომარეობისთვისაა, ვიდრე ბავშვების სარგებლიანობისთვის. მართალია, მათ უვლიან, ათამაშებენ, მაგრამ ასეთი ადრეული „სოციალიზაცია“ მცირე ასაკისთვის მაინც ძალიან რთულია. 2 წლამდე ასაკში თითო აღმზრდელზე 3-4 აღსაზრდელი უნდა მოდიოდეს და არა მეტი. ბაგას უნდა ჰქონდეს პატარა ჯგუფი იმისათვის, რომ ზრდასრულ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაჭირვეულებული ბავშვი ხელში აიყვანოს, კალთაში ჩაისვას, საკმარისი დრო დაუთმოს. 15-20 კაციან ჯგუფში ამის გაკეთება შეუძლებელია.

სამაგიეროდ, სამი წლის ასაკიდან ბავშვები ხანგრძლივ დროს უნდა ატარებდნენ თანატოლებთან. ამ ასაკში კომუნიკაცია ბავშვის მთავარი აქტივობა უნდა იყოს, რისთვისაც ბაღი თითქოს საუკეთესო ადგილია, მაგრამ ბაღების განრიგი ყოველთვის არ არის ასეთ აქტივობაზე გათვლილი.