ავტორი:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სტუმრად ნორვეგიასთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სტუმრად ნორვეგიასთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში საქართველოს ნაკრები სტუმრად ნორვეგიას ეთამაშება და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 0:2 აგებს.

გუნდები შემდეგი სასტარტო შემადგენლობებით გავიდნენ მოედანზე.

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა, ლარსენი, ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი, ქოჩორაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო თამაში, ბურთის გატანის შანსი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, თუმცა ეს შანსი ვერ გამოიყენა. ნელ-ნელა უპირატესობა მასპინძლების მხარეს გადავიდა, რაც 25-ე წუთზე მამარდაშვილის კარის აღებით დასრულდა. გოლი ნორვეგიელმა ვარსკვლავმა ერლინგ ჰოლანმა გაიტანა.

33-ე წუთზე კი საქართველოს კარში გოლი მარტინ ედეგორმა გაიტანა.